ვფიქრობ ხოლმე, ბაბუ რომ ცოცხალი იყოს, როგორ ვიმღერებდით ერთად…” – რას გვიყვებიან ლეგენდად ქცეულ ჰამლეტ გონაშვილზე მისი შვილიშვილები: 8 წლის იონე და 3 წლის ნინა

ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის ოჯახს პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ ვეს­ტუმ­რე და ბა­ტო­ნი ჰამ­ლე­ტის ოჯა­ხიც მის მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან, გი­ორ­გის­თან ინ­ტერ­ვი­უ­თი გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ­დე­ლი სტუმ­რო­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გი­ორ­გის მე­უღ­ლე თი­ნა­თი­ნი წარ­მო­შო­ბით სვა­ნე­თის ლა­ტა­ლი­დან იყო და თა­ნაც – ჩემი იქა­უ­რი მე­გობ­რე­ბის ახლო ნა­თე­სა­ვი.

მახ­სოვს, გი­ორ­გის უფ­რო­სი შვი­ლი – იო­ა­ნე ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, მგო­ნი, არც ლა­პა­რა­კობ­და. წლე­ბის მერე კი ნი­ნაც და­ი­ბა­და და ცოტა ხნის წინ 3 წლის გო­გო­ნას ან­სამ­ბლ “შავ­ნა­ბა­დას“ ბი­ჭებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ნამ­ღე­რი – “სი­სო­ნაი დარ­ჩი­აი“ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში იხი­ლა და მო­ის­მი­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, კვლავ შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი გო­ნაშ­ვი­ლებს და ამ­ჯე­რად ნინა და იო­ა­ნე გა­მეც­ნო. მარ­თა­ლია, ინ­ტერ­ვიუ ვი­დე­ო­ზა­რით ჩავ­წე­რეთ, მაგ­რამ ამას არც პა­ტა­რა ნინა და­უბ­ნე­ვია და არც უკვე 8 წლის იო­ა­ნე.

  • იო­ა­ნე

ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ იო­ა­ნე სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და – ლა­მა­ზი ბი­ჭია, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და ახ­ლა­ვე ეტყო­ბა, რომ ბა­ტო­ნი ჰამ­ლე­ტის ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­უ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია. მარ­თა­ლია, ბა­ბუს ვერ მო­ეს­წრო, მაგ­რამ ლა­მა­რა ბე­ბოს­გან მას­ზე უკვე ბევ­რი რამ იცის. ბებო, თურ­მე, უყ­ვე­ბა, რომ ჰამ­ლე­ტი ბაბუ ძა­ლი­ან და­კუნ­თუ­ლი იყო, სულ ვარ­ჯი­შობ­და და ძა­ლი­ან გულ­კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყოო. ვკი­თხე, ბაბუ რომ იყოს ცო­ცხა­ლი, გი­ფიქ­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და შენი ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი და წამ­ში მი­პა­სუ­ხა, მი­ფიქ­რია – რო­გორ ვიმ­ღე­რებ­დით ერ­თად, რო­გორ ვი­თა­მა­შებ­დით, ვი­სე­ირ­ნებ­დით და… სულ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დი­თო.

რაც მთა­ვა­რია, იო­ა­ნეც მღე­რის, თა­ნაც ჩემი მე­გობ­რის, დათო ცინ­ცა­ძის შექ­მნილ ბავ­შვთა გუნდ “შავ­ნა­ბა­და­ში“. მი­თხრა, 6 წლის ვი­ყა­ვი, როცა მივ­ხვდი, რომ მეც მინ­დო­და, მემ­ღე­რა. ბა­ბუს სიმ­ღე­რებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვუს­მენ­დი. ჩემ­თვის ის კე­თი­ლი და მომ­ღე­რა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვარ­სკვლა­ვი. მისი სიმ­ღე­რე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით “ჩაკ­რუ­ლო“ და “თუ ასე ტურ­ფა იყა­ვი“ მომ­წონს. სიმ­ღე­რის გარ­და, კა­რა­ტე­ზე და ფეხ­ბურთზეც დავ­დი­ვარ. მშობ­ლებ­მაც და მას­წავ­ლებ­ლებ­მაც მი­თხრეს და მეც ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს სამი რამ გა­მომ­დის, სა­მი­ვე ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, როცა გა­ვიზ­რდე­ბი, ფეხ­ბურ­თე­ლი, მომ­ღე­რა­ლი და კა­რა­ტის­ტი გა­მო­ვა­ლო.

  • ნინა

ნინა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ხა­ლი­სი­ა­ნი, ჭი­კ­ჭი­კა გო­გო­ნაა და, ალ­ბათ, არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ასა­კი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა აქვს. მო­უს­ვე­ნა­რი ნინა თან კან­ფეტს შე­ექ­ცე­ო­და და თან მე­სა­უბ­რე­ბო­და. გა­მო­მი­ტყდა, რომ სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარს და “შავ­ნა­ბა­და­ში“ ლუკა და ონი­სე ამე­ცა­დი­ნე­ბენ. არ და­ი­ზა­რა და იქვე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აკომ­პა­ნე­მენ­ტის გა­რე­შე, აკა­პე­ლა­ში უშეც­დო­მოდ შე­მის­რუ­ლა “სი­სო­ნაი დარ­ჩი­აი“. რო­დე­საც ჩა­ვე­კი­თხე, ასე­თი ტკბი­ლი ხმა სა­ი­დან ამოგ­დის-მეთ­ქი, უყოყ­მა­ნოდ მი­პა­სუ­ხა, – კარ­გად ვჭამ და იმი­ტო­მო. აღ­მოჩ­ნდა, რომ საჭ­მე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, თურ­მე, უყ­ვარს: პიცა, ხორ­ცი, “სუპი“, რძე, ბა­ნა­ნი, ხინ­კა­ლი… ჩა­ვე­კი­თხე, რამ­დენ ხინ­კალს მი­ირ­თმევ-მეთ­ქი და, – 2-3 ხინ­კალ­სო. თუმ­ცა გა­მო­ტყდა, რომ ხინ­კლის ცომი და წვე­ნი უფრო მე­ტად უყ­ვარს, ვიდ­რე – ხორ­ცი.

ნი­ნამ უკვე ყვე­ლა სიმ­ღე­რა იცის, რა­საც იო­ა­ნე მღე­რის და და-ძმა შინ ერ­თა­დაც ხში­რად მღე­რი­ან. ამ ჭი­კ­ჭი­კა გო­გო­ნამ მი­თხრა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, ყო­ჩა­ღი გოგო ხარო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, – რომ გა­ვიზ­რდე­ბი, მომ­ღე­რა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე და “პო­ლე­ტუ­რი” გა­მო­ვა­ლო. იქვე ჩა­ვე­კი­თხე, “პო­ლე­ტუ­რი“ რას ნიშ­ნავს-მეთ­ქი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ლე­რი­ნას გუ­ლის­ხმობ­და.

  • გი­ორ­გი და დიტო

მახ­სოვს, რო­დე­საც გო­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი გა­ვი­ცა­ნი და ბა­ტო­ნი ჰამ­ლე­ტის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ლა­მა­რა ცინ­ცა­ბა­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, უმ­ცრო­სი ვაჟი – გი­ორ­გი, კარ­გა ხანს დუმ­და, თუმ­ცა მერე მა­ინც ჩა­ერ­თო სა­უ­ბარ­ში და მი­თხრა, მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მე 10 წლის ვი­ყა­ვი, დი­მიტ­რი კი – 12-ის. მე რომ და­ვი­ბა­დე, ის უკვე ლე­გენ­და იყო. მა­შინ ამას ვე­რაფ­რით გა­ვი­გებ­დი. ჩემ­თვის ისე­ვე სა­უ­კე­თე­სო იყო მა­მა­ჩე­მი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვის­თვის, და არა იმი­ტომ, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრი ჰქონ­და. ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი – ლე­გენ­და კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, როცა გა­ვი­ზარ­დე და სა­კუ­თა­რი სა­მე­გობ­რო გა­მიჩ­ნდა, როცა “მარ­თვე­ში“ ვმღე­რო­დი და სიმ­ღე­რა შე­მიყ­ვარ­და, როცა მა­მას ნამ­ღე­რი მო­ვის­მი­ნე და უცებ მისი სი­ლა­მა­ზე და­ვი­ნა­ხეო.

დიტო ოჯახ­თან ერ­თად

მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დი ორი­ვე შვილ­მა და­ამ­თავ­რა და ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რას თქმით, ორი­ვე კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ… ორი­ვე ამ­ბობს, იმ­დე­ნი სინ­დი­სი კი გაგ­ვაჩ­ნია, მა­მას შემ­დეგ არ ავმღერ­დე­თო. დი­ტოს ორი ვაჟი ჰყავს, ჰამ­ლე­ტი-დაჩი და ჯე­მა­ლი და ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რას­გან ვიცი, არ­ცერ­თი არ მღე­რის, გი­ორ­გის იო­ა­ნე კი, მუ­ცელ­ში ყოფ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ისე ხში­რად ის­მენ­და, თურ­მე, ბა­ტო­ნი ჰამ­ლე­ტის სიმ­ღე­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­იგ­ვი­ა­ნეს“, რომ იმე­დოვ­ნებ­და, ამ­ღერ­დე­ბაო… და ასეც მოხ­და!

gonashvili
გი­ორ­გი ოჯახ­თან ერ­თად

იო­ა­ნემ გა­მიმ­ხი­ლა, რომ ბავ­შვე­ბი მა­მას­თან ერ­თა­დაც მღე­რი­ან შინ და დე­დი­კოს­თან ერ­თა­დაც. დე­დას, თურ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით “დილა არის მშვე­ნი­ე­რი უყ­ვარს“. თი­ნა­თინ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ერთი წლის წინ, მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას, გი­ორ­გი და ნინა მღე­როდ­ნენ და უცებ ნი­ნამ თქვა, იცით, ჰამ­ლე­ტი ბაბუ და­მე­სიზ­მრაო. გი­ორ­გი ჩა­ე­კი­თხა, მერე, რას შვრე­ბო­დით სიზ­მარ­შიო? – მე და ბაბუ ვმღე­რო­დი­თო, – უპა­სუ­ხა, თურ­მე, ნი­ნამ. ამ­ჯე­რად მე ჩა­ვე­კი­თხე ნი­ნას, გახ­სოვს, სიზ­მარ­ში ბაბუ რო­გო­რი იყო-თქო და წა­მით არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე მო­მი­გო: კე­თი­ლიო. მერე და­ა­ყო­ლა, – ვი­თომ ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ბაბუ სიმ­ღე­რას მას­წავ­ლი­დაო.

  • ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რა – ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რა ცინ­ცა­ბა­ძეც ჩა­მე­წე­რა, მაგ­რამ ავად­მყო­ფობ­და და მო­მე­რი­და მისი შე­წუ­ხე­ბა, თუმ­ცა თი­ნა­თინ­მა შე­მა­გუ­ლი­ა­ნა, ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლია, ბავ­შვე­ბი რომ მღე­რი­ან, პი­რი­ქით, გა­უ­ხარ­დე­ბაო. ფაქ­ტია, რომ ბა­ტო­ნი ჰამ­ლე­ტის უძ­ვირ­ფა­სე­სი მე­უღ­ლე – ლა­მა­რა ცინ­ცა­ბა­ძე, მარ­თლაც, უყოყ­მა­ნოდ დამ­თან­ხმდა ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ზე და ცრემ­ლმო­რე­ულ­მა მი­თხრა:

– ეს პა­ტა­რე­ბი რომ მღე­რი­ან, ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლის და ბედ­ნი­ე­რე­ბის მწვერ­ვა­ლია. მუ­დამ გან­ვიც­დი­დი, შვი­ლე­ბი რომ არ მღე­როდ­ნენ. უფ­რო­სი ვაჟი – დი­მიტ­რი ადრე გა­მო­ვი­და “მარ­თვე­დან“, უმ­ცროს­მა – გი­ორ­გიმ კი გა­ნა­ცხა­და, რომ იმ­დე­ნი სინ­დი­სი კი მაქვს, ჰამ­ლე­ტის სცე­ნა­ზე არ გა­მო­ვი­დეო. და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ინც ამ­ღერ­დნენ. პა­ტა­რა ნი­ნას “ჭი­კ­ჭი­კას“ ვე­ძა­ხი. – სულ ჭი­კ­ჭი­კებს, სულ მღე­რის, სულ ცეკ­ვავს და ამას რომ ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს, ცა იხ­სნე­ბა ჩემ­თვის. იო­ა­ნე კი დინ­ჯი კა­ხე­ლია, ბა­ბუ­ას ჰგავს. აქამ­დე ჰამ­ლეტს ვუ­წყობ­დი ხმას, ახლა კი ამათ ვუს­მენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით. 91 წლის ვარ და ბედ­ნი­ე­რი მივ­დი­ვარ ამ ქვეყ­ნი­დან, ორ მომ­ღე­რალს რომ ვტო­ვებ.