სამი დღეა მარტო ვარ სახლში, ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან, მაგრამ მე არავინ მეძახის” – რობერტ სტურუა

რეჟისორი რო­ბერტ სტუ­რუა წერს, რომ სამი დღეა, სახ­ლში მარ­ტოა – “დღე­საც აგ­რძე­ლე­ბენ ზე­იმს! მაგ­რამ მე არა­ვინ მე­ძა­ხის!” – წერს სტუ­რუა.

“სამი დღეა მარ­ტო ვარ სახ­ლში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ახალ წელს ან მაღ­ვი­ძე­ბენ, ან სრო­ლის შემ­დეგ ვი­ძი­ნებ! სრუ­ლი­ად ფხი­ზე­ლი!

მე­გობ­რე­ბი და ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ალ­ბათ, ახალ წელს და ბე­დო­ბას სა­ზე­ი­მო მა­გი­დას­თან ხვდე­ბი­ან! ვიცი, რომ დღე­საც აგ­რძე­ლე­ბენ ზე­იმს! მაგ­რამ მე არა­ვინ მე­ძა­ხის!

ვარ ჩემ­თვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად!..

სხვა თე­ატ­რე­ბის არა­ნაკ­ლებ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბიც, გა­ყუ­ჩე­ბულ­ნი მრა­ვალ­ჟა­მი­ერს ომა­ხი­ა­ნად მღე­რი­ან, მაგ­რამ მათი იმე­დი არ მაქვს, თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, აშ­კა­რად რომ ვერ მი­ტა­ნენ, არ აწყე­ნი­ნე­ბენ!

სიყრმის მე­გობ­რებ­მა კი სა­მუ­და­მოდ მი­მა­ტო­ვეს, ამი­ტომ სინ­დი­სი მკლავს, ასე დიდ­ხანს რომ გა­ვუ­ძე­ლი ამ გა­და­რე­ულ სამ­ყა­როს!

ხუმ­რო­ბა ხომ არ არის – 86 წელი!

მახ­სოვს გიგ­ლა ფირ­ცხა­ლა­ვას კა­რი­კა­ტუ­რა: მრა­ვალ სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში დიდი ღრე­ო­ბაა, უამ­რა­ვი ხალ­ხი მა­გი­დას­თან! გვი­ა­ნი ღა­მეა – ქა­ლაქს სძი­ნავს! მო­პირ­და­პი­რე აი­ვან­ზე, გა­დაღ­ლი­ლი კაცი მა­ი­სურ­ში კი­ვის:“ან და­მა­ძი­ნეთ, ან დამ­პა­ტი­ჟეთ!!!”

უფა­ლო, იქ­ნებ ვინ­მემ დამ­პა­ტი­ჟოს!” – წერს რო­ბერტ სტუ­რუა.