მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის საახალწლო ვიდეოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ახალი წელი დღესასწაული არ არის, საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. მისივე თქმით, პატრიარქ ილია მეორეს სურს, შობა მოგვილოცოს და არა ახალი წელი.
„47 წელია გვილოცავს, როგორც პატრიარქი, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ვინც ჯერ ახალ წელს აღნიშნავს და მერე შობას.
და საერთოდ, ახალი წელი არსად აღარ აღინიშნება, არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ. უბრალოდ, არ არის ახალი წელი დღესასწაული.
ე.ი ჩვენ ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ. პატრიარქს უნდა შეგვიცვალოს ეს, მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი.
საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ეს ახალი წელი,“ – ამბობს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი „მთავარ არხთან“.