ჭოლარიების ოჯახის სოლიდარობის რვა საათი – ჟურნალოსტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ დაიწყო ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახისთვის თანხის შეგროვებას.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვინც მიცნობს, იცის, რომ იშვიათად ან საერთოდ არ ვდებ ხოლმე ასეთ სტატუსებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისგან მოწერილი მესიჯების შემდეგ გადავწყვიტე, საჯაროდ გამოვაცხადო ჭოლარიების ოჯახის სოლიდარობის რვა საათის დაწყების შესახებ, რაც გულისხმობს TBC ბანკის ჩემს ანგარიშზე ოჯახისთვის გადასაცემი თანხის შეგროვებას, სახელობითი სიით.
დავაკონკრეტებ, რომ ეს ნიშნავს ანონიმურად ან ტერმინალის მეშვეობით (როცა ჩამრიცხავი პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია) თანხის ჩარიცხვის გამორიცხვას, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ჩამრიცხავი პირი გასაჯაროვდება დილის 07:00 საათზე, ამ დროის გასვლის შემდეგ ჩარიცხული თანხა კი გადმომრიცხავს უკან დაუბრუნდება.
რატომ მაინცდამაინც ხვალ დილის 07:00?
ხვალ, 09:00 საათიდან ენგურის ხიდზე იკრიბებიან დაღუპული ბავშვების პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ბაღელები, კლასელები, ნაცნობ-მეგობრები და უბრალოდ, მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, უკანასკნელ გზაზე გააცილონ ანგელოზები, მინიმუმ, ორი საათი საჭირო იქნება თანხის დასაჯამებლად, ჩამრიცხავი პირების ვინაობის გამოქვეყნებისთვის და თანხის გასანაღდებლად, რაც ბოლო თეთრამდე გადაეცემა ოჯახის უახლოეს ნათესავს, რომელიც პირადად გადასცემს მას დაღუპული ბავშვების მშობლებს.
ვაქვეყნებ თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერს, სხვა ბანკში ანგარიში არ მაქვს, ამიტომ თხოვნაა – სხვა ბანკებიდან ნუ გადმორიცხავთ, რადგან დილამდე არ აისახება (თუმცა, ცხადია, თუ ისე მოხდა, რომ ხვალინდელი 07:00-ის შემდეგ აისახა ანგარიშზე, უკან დაგიბრუნდებათ).
ანგარიშის ნომერი ქვეყნდება აქაც და ცალკე პირველ კომენტარშიც – გმადლობთ ნდობისთვის ❤️
#GE92TB7424645061100016 ” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
ტრაგედია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 5 იანვარს მოხდა. ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. 6 იანვარი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გლოვის დღედ გამოაცხადა, დაშვებული იყო დროშები და გაუქმდა ყველა გასართობი ღონისძიება, გაითიშა საახალწლო განათებები. დღეს, 8 იანვარს “ქართულმა ოცნებამ” ბავშვების დაკრძალვის თარიღი, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.