დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას ამბავი: რატომ გადაწყვიტა ზაირამ უკან დაბრუნება – “გათხოვება არ მინდოდა… მშობლები დამპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ”

ტელეგრამარხი СK SOS, რო­მე­ლიც ლგბტქ+ ადა­მი­ა­ნებს, მათ ოჯა­ხებ­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მცხოვ­რებ იმ პი­რებს ეხ­მა­რე­ბა, ვი­საც სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, და­ღეს­ტნი­დან თბი­ლის­ში გა­მოქ­ცე­უ­ლი გო­გო­ნას – ზა­ი­რას ვი­დეო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

“ოჯახ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ზა­ი­რამ გა­და­წყვი­ტა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა. გო­გო­ნას თქმით, დაჰ­პირ­დნენ, რომ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ცხოვ­რე­ბა, გაქ­ცე­ვამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვად გა­და­წყვეტს რა ჩა­იც­ვას და არ გა­ა­თხო­ვე­ბენ.

ზა­ი­რამ იცის რის­კე­ბი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მის ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით თუ მისი ახ­ლობ­ლე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ და­ნა­პი­რებს.

ზა­ი­რას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა დაგ­ვი­კავ­შირ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ზი­სის შემ­თხვე­ვა­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო,“ – წერს ტე­ლეგ­რამ არხი.

  • მი­მარ­თვა­ში, ზა­ი­რა პი­რო­ვა აცხა­დებს, რომ ოჯახ­ში მისი ნე­ბით ბრუნ­დე­ბა.

“მო­გე­სალ­მე­ბით, მე ვარ ზა­ი­რა პი­რო­ვა. ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში და მშვი­დად ვსე­ირ­ნობ ქუ­ჩა­ში.

მინ­და სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნო გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ში – СK SOS-ს ჩემი ნე­ბით მივ­მარ­თე და ჩე­მი­ვე ნე­ბით გა­მო­ვი­ქე­ცი სახ­ლი­დან იმის გამო, რომ გა­თხო­ვე­ბა არ მინ­დო­და. იყო უსი­ა­მოვ­ნო ხუმ­რო­ბე­ბი გა­თხო­ვე­ბა­ზე. ასე­ვე არ მყოფ­ნი­და ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მაძ­ლევ­დნენ. ასე­ვე, არ მინ­დო­და ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ატა­ნა.

ნათესავების და მშობ­ლებს არ დავ­კავ­ში­რე­ბი­ვარ ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის გამო, რომ მე­ში­ნო­და. ვი­ცო­დი, ისი­ნი ემუქ­რე­ბოდ­ნენ ჩემს მე­გობ­რებს, მაგ­რამ გუ­შინ და­ვუ­რე­კე და დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ და მე ვფიქ­რობ შინ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან ჩემი მშობ­ლე­ბი შემ­პირ­დნენ, რომ არ გა­მა­თხოვ­რე­ბენ და მომ­ცე­მენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მსურ­და.

ვიცი რომ ბევ­რი გოგო კარ­გავს მას შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი არ მავ­ნე­ბენ“, – ამ­ბობს ის.

ზა­ი­რა ასე­ვე ამ­ბობს, რომ მის ად­ვო­კატს და­უ­კავ­შირ­და, რის შემ­დე­გაც შე­ი­ტყო, რომ მშობ­ლებ­მა მისი გა­ტა­ცე­ბის გამო, ად­ვო­კა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს. გო­გო­ნას თქმით, ად­ვო­კატ­მა არა­ფე­რი იცო­და.

“ეს არაა მარ­თა­ლი, ად­ვო­კატ­მა არ იცის ჩემი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და ამას­თან არა­ვი­თა­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს“, – და­ა­მა­ტა მან.

  • უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო kavkaz_uzel და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს წერს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ი­რას მამა გო­გო­ნას სახ­ლში ელო­დე­ბა და პი­რო­ბას დებს, რომ მას კარ­გად მო­ე­პყრო­ბი­ან.

ტე­ლეგ­რა­მის არხზე “Crisis Group SK SOS”-ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ქვეშ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მეტ­სა­ხე­ლად N, რო­მელ­მაც თავი ზა­ი­რას უფ­რო­სი და უწო­და, და­წე­რა, რომ ოჯახ­ში არა­სო­დეს ეპყრო­ბო­და მათ მკაც­რად:

“სახ­ლში ყვე­ლა ელო­დე­ბა მას. არ და­ი­ჯე­რებთ ის ელო­დე­ბი­ან – გა­მუდ­მე­ბით ტი­რის ჩემი ოჯა­ხი. გე­ფი­ცე­ბით, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აქ სიმ­კაც­რე, მაგ­რამ ეს ხალ­ხის­თვის ამის “დამ­ტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია”, – წერს იგი.

და­ღეს­ტნი­დან გაქ­ცე­უ­ლი დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2022 წელს გავ­რცელ­და.

2022 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის ფოტო

რო­გორც მა­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, და­ღეს­ტნე­ლი დები რუსს მე­სა­ზღვრე­ებს ზემო ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ. გო­გო­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი ოჯახ­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცნენ და გა­თხო­ვე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.