- მაწონი – 250 მლ
- კვერცხი – 1 ცალი
- რძე – 250 მლ
- გამდნარი კარაქი – 100 გ
- საფუარი – 1 სკ
- შაქარი – 1 სკ
- მარილი
- ყველი
- ფქვილი
- მომზადების წესი
- მოვათავსოთ ჯამში კვერცხი, დარბილებული კარაქი, 1 ქილა მაწონი, რძე, საფუარი, შაქარი და მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით 2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ ჯოხით, ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.