გამოცხობის შემდეგ ამგვარი ცომი უფრო რბილია, ვიდრე უბრალოდ ფენოვანი. ხოლო ჩვეულბრივ საფუარიან ცომთან შედარებით, ამ ცომის ხანგრძლივად შენახვა შესაძლებელია. შეგიძლიათ მოზილოთ, შედოთ მაცივარში და დარწმუნებული იყოთ, რომ 3-4 დღის შემდეგად მშვენიერ შედეგს მიიღებთ.
- თბილი წყალი – 400 მლ
- ზეთი – 3 სკ
- ღვინის ძმარი – 3 სკ
- საფუარი – 1 სკ
- შაქარი – 1 ჩკ
- კარაქი ან მარგარინი – 500 გ
- მარილი
- ფქვილი
- მომზადების წესი
- თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
- ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაყენებლად.