იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად.
“გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება, ინტოქსიკაცია. პირველ რიგში, სასურველია, კვერცხი შეინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროში, არამედ მაცივრის სიღრმეში, იქ ტემპერატურა გაცილებით დაბალია. ამასთან, უმჯობესია კვერცხი შეინახოთ პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩოში, როგორც მაღაზიაში იყიდება. ეს არის იდეალური ადგილიშენახვისთვის. მარტივი რჩევაა, რომ კვერცხი მაგრად იყოს მოხარშული, სასურველია იხარშებოდეს არანაკლებ 10 წუთისა. კვერცხის შემთხვევაში გვაქვს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი. ეს შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც. მისი მოხარშვის პირობები და ყველა ეს რჩევა ამ ინფექციას თავიდან აგვაცილებს. თუ კვერცხი გარედან არის დაბინძურებული, კარგად გარეცხეთ თბილი წლით და საპნით. შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას. ამასთან, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე დაალაგეთ“ – აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.