გაიცანით უფრო ახლოს ბუკა თოლორდავა: “მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი”

ბუკა თოლორდავა ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან “ცვალებადი ნიშნები” გაიცნო, თუმცა ის მანამდეც აქტიურად ჩანდა თეატრის სცენაზე და ცნობილი მშობლების კვალს ახლაც წარმატებით აგრძელებს. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ფაქტი, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერი ბუკა მსახიობების, მარიამ ჯოლოგუასა და კოტე თოლორდავას ვაჟია. 

ნინია ზვიადაძის რუბრიკაში ბუკა ამბობდა, რომ პროფესიული კუთხით დედისგან ბევრი რამ ისწავლა:

„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ. დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“, – ამბობდა ბუკა.