ვინ არის წყვილი, რომელიც აქციაზე პირდაპირ ქორწილიდან მივიდა – „ამბები.ჯის“ ინფორმაციით, სიძე დათა ჟღენტია, რომელსაც როგორც სოციალურ ქსელში აქვს მითითებული, პოლონეთში ცხოვრობს. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ წლების წინ დათა სტიქაროსანი იყო.
ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:
“ვინც იცნობთ დათას, გუშინდელ აქციაზე თავისივე ქორწილიდან მისულს, ყველამ იცით, თუ როგორი პატიოსანი, ლაღი და უბრალოდ, კარგი ადამიანია! ვინც არ იცით- იცოდეთ…
გუშინვე ნოტების არმია შეესია მარხვაში ქორწილი როგორ შეიძლებაო?! უკაცრავად მარხვაში სამშობლოს ღალატი პირფერობა და “ვერცხლის მოყვარეობა”შეიძლება?წერს ბიჭის ახლობელი