თხელი და ნაზი ბლინების ეს რეცეპტი გამორჩეულად მიყვარს. გამომდის ყოველთვის უგემრიელესი

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მარტივად მოამზადებთ თხელ, ნაზ და ძალიან გემრიელ ბლინებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მდუღარე წყალი 1,5 ჩ. ჭ.
  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • ზეთი 3 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.

თუ ტკბილი დესერტის მომზადება გსურთ, დაამატეთ ვანილი და შაქარი.

მომზადების წესი:

  1. კვერცხს დაამატათ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე და ფქვილი.
  2. თქვეფა არ შეწყვიტოთ, დაამატეთ ზეთი და შემდეგ თანდათან,  თხელ ნაკადად, დაასხით მდუღარე.
  3. მზა ცომი დაასვენეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაიწყეთ გამოცხობა.
  4. ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და ხელსახოცით გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. შემდეგ თხელ ფენად დაასხით ცომი და გააჩერეთ 1-2 წუთი. ზეთის დასხმა აღარ დაგჭირდებათ. თუ შაქარმოყრილი ბლინები გსურთ, მაშინ გადააბრუნეთ და გამოაცხვეთ მეორე მხრიდანაც. ხოლო თუ ხორცის, ყველის ან სოკოს ბლინჩიკების მომზადება გსურთ, გამოაცხვეთ მხოლოდ ერთი მხრიდან.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ