სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა?“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ აცხადებს: 

„სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა.

რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ [ხალხს] მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.

მშვიდობიანად ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს”