გარდა ამისა, დოქტორი სტივენ პრეტლვუ კინგსტონის უნივერსიტეტიდან ამბობს:
„ჩვენ ვიცით, რომ ტკიპებს შეუძლიათ გადარჩნენ მხოლოდ ატმოსფეროდან წყალზე, სხეულის გარე ზედაპირზე არსებული პატარა ჯირკვლების გამოყენებით. საწოლის გაშრობა დღის განმავლობაში ხელს შეუწყობს ტენიანობის მოცილებას თეთრეულისა და ლეიბიდან, რათა ტკიპა გაუწყლოდეს და საბოლოოდ მოკვდეს“.
ამდენად, ძალიან სასარგებლოა, თუ საწოლს გარკვეული დროით ან თუნდაც მთელი დღის განმავლობაში დატოვებთ, რადგან სუფთა ჰაერი და მზის სხივები გაანადგურებს მტვრის ტკიპებს და დაგიცავთ ჯანმრთელობის პრობლემებისგან, როგორიცაა ალერგია და ასთმა.
იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ დაახლოებით რვა საათს ატარებთ ბალიშზე თქვენი ბალიში უნდა იყოს რბილი, კომფორტული და ალერგენებისგან თავისუფალი. ტრადიციული ბუმბულის ბალიშები კი ნამდვილად არ შეეფერება ჩვენს ამოცანას. ბუმბული საუკეთესო საბინადრო გარემოა მტვრის ტკიპებისთვის. იგივე ითქმის ბუმბულის საბნებზე. სცადეთ გამოიყენოთ ჰიპოალერგიული ბალიშები და საბნები ბუმბულიანის ნაცვლად. ისინი ნაკლებად კომფორტულ საბინადრო გარემოს ქმნიან მტვრის ტკიპებისთვის