“საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს” – ემიგრაციაში გაზრდილი ქართველი ბიჭი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა… საბერძნეთში მისი სახელი ეწოდა სკვერს, ასევე, ქუჩას, რომელზეც გიორგი ცხოვრობდა.

მარტის თვეში იტალიაში ტრაგიკულად დაიღუპა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, 21 წლისგიორგი ჯანელიძე.მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც ტიკტოკერს, სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად ე.წ. მოჩვენებათა სოფელს – Reggio di Calabria – ს (ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს) ესტუმრა, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ახლახან, ქალაქ კალამატაში მისი სახელი ეწოდა სკვერს, ასევე, ქუჩას, რომელზეც გიორგი ცხოვრობდა.

“საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს” – ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და “მოჩვენებათა სოფელში” დასრულებული სიცოცხლე

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

მარ­ტის თვე­ში იტა­ლი­ა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 21 წლის გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც ტი­კტო­კერს, სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს – Reggio di Calabria – ს (ასე ჰქვია იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელს) ეს­ტუმ­რა, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ახ­ლა­ხან, ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში მისი სა­ხე­ლი ეწო­და სკვერს, ასე­ვე, ქუ­ჩას, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და.

-0:04

უფრო მეტს გი­ორ­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ტრა­გი­კულ ბედ­ზე მისი ბა­ბუა, თა­მაზ ბარ­ბა­ქა­ძე გი­ამ­ბობთ:

“მე და ჩემი მე­უღ­ლე 90-იან წლე­ბის ბო­ლოს წა­ვე­დით ემიგ­რა­ცი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში 15 წელი დავ­ყა­ვით. იქი­დან 2012 წელს, მას შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით, რაც იმე­დი მო­მე­ცა, რომ ახა­ლი და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყე­ბო­და (მე­უღ­ლე ახ­ლაც იქაა). ჩემი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე თან, უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად (გი­ორ­გის დედა), რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც სა­ბერ­ძნეთ­შია. იმ­ხა­ნად გი­ორ­გი სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, 9 წლამ­დე იქ სწავ­ლობ­და და მშობ­ლებ­მა მერე ისიც წა­იყ­ვა­ნეს, იქ და­ამ­თავ­რა სკო­ლა. გი­ორ­გი სა­ბერ­ძნეთ­ში ცნო­ბი­ლი ტი­კტო­კე­რი და ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი, ძა­ლი­ან სა­ხე­ლო­ვა­ნი ბიჭი იყო, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­შობ­და, სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, მერე კულ­ტუ­რიზ­მმა გა­ი­ტა­ცა. უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და ალ­ბათ ამ მხრივ პირ­ვე­ლი იყო ევ­რო­პა­ში. ჩვენ არ ვი­ცო­დით, რო­გორ ჰყვა­რე­ბი­ათ ბერ­ძნებს, ეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ…

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღე­ზე გი­ამ­ბობთ…

გი­ორ­გის ბერ­ძნე­ბის­გან შემ­დგა­რი ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჰყავ­და იტა­ლი­ა­ში წაყ­ვა­ნი­ლი, მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში იყ­ვნენ, რო­მელ­საც სუ­ლე­ბის სო­ფელს უძა­ხი­ან (ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სო­ფე­ლია). გი­ორ­გი ტიკ-ტო­კის­თვის სი­უ­ჟეტს იღებ­და, ძა­ლი­ან დიდ სი­მაღ­ლე­ზე ავი­და, და­ახ­ლო­ე­ბით რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, მე­ტეხ­თან და­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი რო­მაა კლდე­ზე, ოღონდ, გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლე­ბი, 100 მეტ­რამ­დე. გი­ორ­გი კა­მე­რებს ამონ­ტა­ჟებ­და, სახ­ლის კარი გა­მო­უ­ღია, აი­ვა­ნი ჰგო­ნე­ბია და ფეხი პირ­და­პირ ჰა­ერ­ში გა­და­უდ­გამს, ვერც ვე­რა­ვის მო­უს­წრია, რომ ეშ­ვე­ლათ. გი­ორ­გი კლდე­ზე გა­და­ეშ­ვა, 40 მეტ­რი აქვს ბავ­შვს ნაფ­რე­ნი, ჯერ ლო­დებ­ზეა და­ცე­მუ­ლი, მერე ხევ­ში გა­და­ეშ­ვა კი­დევ სა­დღაც 80 მეტ­რის სიღ­რმე­ზე. იტა­ლი­ელ მაშ­ვე­ლებს 11 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოჰ­ყავ­დათ, ისე­თი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის ხევი იყო, ვერ­ტმფრე­ნე­ბი და­იხ­მა­რეს. იტა­ლი­ი­სა და სა­ბერ­ძნე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გი­ორ­გის გა­და­ცე­მე­ბი მი­უ­ძღვნეს. ბერ­ძნე­ბი გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, იქ დაგ­ვე­მარ­ხა, უარი ვუ­თხა­რით და მერე გვთხოვ­დნენ, იტა­ლი­ი­დან ერთი დღით მა­ინც ჩა­მო­ას­ვე­ნეთ და აქე­დან წა­იყ­ვა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ვერ მო­ხერ­ხდა… გი­ორ­გი იმ დღეს და­ვა­საფ­ლა­ვეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს ეთა­მა­შე­ბო­და, ასე და­ემ­თხვა. სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და, მისი სა­სახ­ლე მათ მიჰ­ქონ­დათ სახ­ლი­დან სა­საფ­ლა­ომ­დე, სხვას ხელი არ მო­ა­კი­დე­ბი­ნეს.

გი­ორ­გის სა­ბერ­ძნე­თი Tzane-თი იც­ნობ­და (გვა­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია). ახლა ახალ­გაზ­რდე­ბი მისი სა­ხე­ლის ტა­ტუს იკე­თე­ბენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და სიმ­ძი­მის (შტან­გის) აწე­ვა­ში, ბერ­ძე­ნი გახ­და ჩემ­პი­ო­ნი და მან ეს გა­მარ­ჯვე­ბა გი­ორ­გის მი­უ­ძღვნა. გი­ორ­გის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს სა­ბერ­ძნეთ­ში პა­ტა­რა სკვერს, რო­მე­ლიც მისი მო­წყო­ბი­ლი იყო, ახ­ლა­ხან კი პა­ტა­რა ქუჩა, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და (ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში) მისი სა­ხე­ლო­ბის გახ­და.

გი­ორ­გიმ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ბერ­ძე­ნი გო­გო­ნა მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად და ის გო­გო­ნაც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ფიქ­რობ­დნენ, ცხოვ­რე­ბას აი­წყობ­დნენ, მაგ­რამ…

სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბი, როცა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ ამ­დენ სიყ­ვა­რულს ვხე­დავ. ბერ­ძე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩემს ქა­ლიშ­ვი­ლის – გი­ორ­გი დე­დას ისე უვ­ლი­ან და ისეთ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. შვი­ლი კი და­კარ­გე, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნო­ბით ახალ­გაზ­რდა იპო­ვეო, – ეუბ­ნე­ბი­ან. დღე არ გავა, მისი სა­მე­გობ­რო წრე არ მი­ვი­დეს და მო­ი­ნა­ხუ­ლოს.

სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი რა არის ემიგ­რა­ცია, გინ­და თუ არ გინ­და, ძი­რი­თა­დად ჩვენ იმ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბით, სა­დაც ვართ. გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ეს პა­ტა­რა ბიჭი 21 წლის ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის მსა­ხუ­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა, იქეთ იმ­სა­ხუ­რა ხალ­ხი. ჩვენ გი­ორ­გი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კარ­გი ახალ­გაზ­რდა გვე­გო­ნა მარ­ტო, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ამით ვა­ფა­სებ­დით. თურ­მე იმ­ხე­ლა სი­კე­თეს ატა­რებ­და და სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა… ეს ბერ­ძნებ­მა და­ი­ნა­ხეს ჩვენ­ზე ადრე. გი­ორ­გი 5 სექ­ტემ­ბერს გახ­და 21 წლის. რა­საც შო­უ­ლობ­და (და ეტყო­ბა არც ისე ცო­ტას), სახ­ლში არც შე­უ­ტა­ნია, სხვებს ეხ­მა­რე­ბო­და, იმათ, ვი­საც მაგ. სპორ­ტში გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და არ შე­ეძ­ლო, ან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. სულ სი­კე­თე­ში ხარ­ჯავ­და ფულს, რომ გა­ი­გებ­და ვი­ღა­ცა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­დი­ო­და და არა­ვინ აფი­ნან­სებ­და, ეს ეხ­მა­რე­ბო­და და უშ­ვებ­და. ამი­ტო­მაც უყ­ვარ­დათ. ვი­დეო მაქვს, სტა­დი­ონ­ზე გა­მო­დის, ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა და მთე­ლი სტა­დი­ო­ნი სკან­დი­რებს – ძანე, ძანე…

ეს რამ­ხე­ლა და­ფა­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქო­ნია ჩემს გი­ორ­გის… დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, დედა, ცოტა მა­ცა­ლე, მოვძლი­ერ­დე­ბი და დე­დო­ფა­ლი­ვით გა­ცხოვ­რე­ბო.

თვი­თონ ფი­ლო­ლო­გი ვარ და სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი­დი (114-ე სკო­ლა­ში, ნა­ძა­ლა­დევ­ში) 90-იან წლე­ბამ­დე. რა მექ­ნა, 4 შვილს პე­და­გო­გის ხელ­ფა­სით ვერ ვარ­ჩენ­დი და გავზრდი­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თან ოთხი­ვე­ნი ისეთ ასაკ­ში იყ­ვნენ, ბევ­რი სჭირ­დე­ბო­დათ და ავადსახ­სე­ნე­ბელ 90-ია­ნებ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს, 12-დან 11 შვი­ლიშ­ვი­ლი დამ­რჩა. მძი­მე ემიგ­რა­ცია გა­ვი­ა­რეთ, როცა ჩა­მო­ვე­დი, ვფიქ­რობ­დი, დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი ცუდი-მეთ­ქი და დამ­თავ­რდა კი არა, თურ­მე ახლა იწყე­ბა…