თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება და სტრესის შემცირება ამ ბალახეული ნაყენითაა შესაძლებელი23744როზმარინი უძლიერესი სამკურნალო ბალახია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ართრიტის, ასთმის, ეგზემის, ღვიძლისა და გულის დაავადებების, სისხლძარღვების, სახსრების, ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.როზმარინი კარგად იზრდება თბილ კლიმატში და აქტიურად გამოიყენება როგორც სანელებელი.სამკურნალო მცენარეს მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის:გულ-სისხლძარღვთა სისტემააუმჯობესებს გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. როზმარინი სასარგებლოა სერიოზული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა.თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და გულის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია როზმარინის შემდეგი წესის მიხედვით მიღება: 1 ჩ. კ. როზმარინი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, მიიღეთ თითო-თითო ს. კ.კანის მოვლაროზმარინი აახალგაზრდავებს კანს, ატენიანებს, ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, ხსნის შეშუპებას, აშორებს პიგმენტურ ლაქებს.რეკომენდებულია როზმარინის ჩაის დალევალა, საცხებსა და ნიღბებში როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატება, აგრეთვე სახის კანის როზმარინის ნახარშით გაწმენდა.ანთება და სახსსრებიმცირებს სახსრების ტკივილს, კურნავს ანთებას. როზმარინი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების აღმოსაფხვრას. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა სახსრების, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.თავის ტვინიაუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას. ეს გამოწვეულია იმით, რომ როზმარინი ზრდის სისხლის ნაკადს თავში. ბალახი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უშლიან მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერის დეგრადაციას.ხელს უწყობს თმის ზრდასროზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და, სწორედ ამიტომ, თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ზრდის ასასწრაფებლად საუკეთესოა მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები. გადაავლეთ თვალი ჩვენს გვერდს და მოიძიეთ როზმარინის ბაზაზე მომზადებული თმის უძლიერესი ელექსირი, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას, აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, მატებს მოცულობას, ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.სიმსუქინის საწინააღმდეგოროზმარინი გეხმარებათ წონის დაკლებაში ცხიმების დაშლის დაჩქარებითა და მადის დაქვეითებით. ბევრად უფრო ეფქტურია როზმარინის, სალბის, აბზინდასა და კვრინჩხის ყვავილების კომბინაცია. მოცემული მცენარეები (გამომშრალი) აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ მშრალ თავდახურულ ქილაში. ნარევის 1 ჩაის კოვზს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 25 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 100-100 მლ. დალიეთ 30 დღე.არსებობს როზმარინის სამკურნალო თვისებების გამოყენების რამდენიმე გზა:შეისუნთქეთ როზმარინის ეთერზეთის არომატი. ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ ჰაერის არომატიზატორს, შამპუნს, საცხს, თმისა და კანის მოვლის ნიღბებს.ყოველ საღამოს, ძილის წინ, დალიეთ როზმარინის ჩაი.როზმარინის ჩაის დალევა რეკომენდებულია დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.როზმარინი კარგად ხარობს ქოთანშიც. ზრდასრული მცენარის ყლორტი დასაფესვიანებლად ჩადეთ წყლიან ქილაში. დაფესვიანებული ღერო გადაიტანეთ ქოთანში. ქოთანი დადგით მზიან მხარეს და უძლიერესი სამკურნალო მცენარე და არომატული სანელებელი მუდამ ხელმისაწვდომი გექნებათ.როზმარინის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ეპილეფსიური კრუნჩხვების, ორსულობის, II-III ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.გისურვებთ ჯანმრთელობას!
Related Posts
უმაგრესი ინფორმაცია, თუ ბანკში სესხი გაქვთ მაშინ თქვენ… – ნახეთ სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს. „საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე…
10 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირი/იაფი ღირს – რომელ ადგილზეა საქართველო
Numbeo-მ 95 ქვეყნის მარკეტებში სტანდარტული ზომის კვერცხის (12 ცალი) ფასი შეისწავლა. რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მარკეტებში…
საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
google Maps უცხო (ან ნაცნობ…) ადგილებში გზის გაგნებაში არაერთხელ დაგვხმარებია. იგი იმის შესამოწმებლადაც გამოდგება, თუ რამდენად გადატვირთულია მოძრაობა ან საერთოდაც…