დაზიანებულია კანი, თმა და ძვლის ტვინი – ინსაიდერების თმით, ქეით მიდლტონი ქიმიოთერაპიის გამო დაუძლურებულია და სიმსივნის აგრესიულ ფორმას ებრძვის

რამდენიმე კვირის წინ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის კურსს გადის. ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრები განსაკუთრებით დაამწუხრა. ქეით მიდლტონი საჯაროდ აღარ ჩნდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთ ადამიანს აინტერესებს.

მას შემდეგ, რაც მიდლტონის დიაგნოზი გასაჯაროვდა, სამეფო ოჯახში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ახლა სამეფო მოვალეობები მეტწილად პრინც უილიამზეა, რადგანაც, როგორც ცნობილია, მეფე ჩარლზიც სიმსივნეს ებრძვის. პარალელურად, იმის გამო, რომ სამეფო ოჯახი ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფაქტების გასაჯაროებისაგან თავს იკავებს, მედიაში არაერთი სპეკულაცია ვრცელდება.

3-1716273473.jpg

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეით მიდლტონი კლინიკაში გადაიყვანეს და მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შემდეგ, მიდლტონი საჯარო სივრციდან გაქრა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, პრინცესამ საკუთარ გულშემატკივრებს თავად მიმართა და თქვა, რომ სიმსივნეს ებრძვის. იქამდე არაერთი ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოქვეყნდა. წერდნენ, რომ პრინცმა უილიამმა მეუღლეს უღალატა და ისინი განქორწინების ზღვარზე იყვნენ. სპეკულაციები რომ არ დასრულდა, ქეით მიდლტონმა საჯარო მიმართვა ჩაწერა.

უცნობია, რა ტიპის სიმსივნე აქვს მიდლტონს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მას ოპერაცია იტალიელმა ექიმებმა გაუკეთეს. უმაღლესი დონის სპეციალისტებისაგან შემდგარი გუნდი რომის პაპსაც ეხმარებოდა.

4-1716273487.jpg

გამოცემა RadarOnline-მა კიდევ რამდენიმე დეტალის გარკვევა მოახერხა. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ სასახლეში ნამდვილად ცუდი ამბებია. მათი თქმით, ქეით მიდლტონს სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს და ქიმიოთერაპია მისთვის უშედეგოა. ის ცდილობს, სიმხნევე შეინარჩუნოს და შვილებს, რომლებიც მასზე ძალიან ღელავენ, მდგომარეობა დაუმალოს.

თუმცა, სიტუაცია ყველასთვის უარესდება. დოქტორი სტიუარტ ფიშერი ამტკიცებს, რომ კიბო და თავად მკურნალობა პრინცესას სხეულს სერიოზულ ზიანს აყენებს. მისი თქმით, თერაპიის დროს ზიანდება კანი, თმა, ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ძვლის ტვინი. გარდა ამისა, პრინცესა დაუძლურებულია, რადგანაც მკურნალობა და ქიმიოთერაპია ენერგიას ართმევს.

5-1716273505.jpg

ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა მიდლტონი უკვე დიდი ხანია, საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ქეით მიდლტონის ერთგული გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელიან პრინცესას გამოჯანმრთელებასა და ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას