რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია წინასწარმეტყველი, ეზოთერიკოსი, გოგა მანია, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
როდის დასტაბილურდება სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში?
გული მტკივა ცხადია, იმის გამო, რაც ხდება, თუმცა გეტყვით, ყველაფერი რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ეს სიტუაცია გაგრძელდება პატარა პერიოდის განმავლობაში, გაუძელით ცოტაც, ყველაფერი კარგად იქნება. ნგრევას მოჰყვება შენება. საქართველო მუდამ დაცული იქნება, მას იცავენ საუკეთესო წმინდა ენერგიები. ჩვენი ქვეყანა არის ეპიცენტრი, გასაღები, რომელსაც შეუძლია მართოს მსოფლიო. ის მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩემი წინასწარმეტყველებაა აგრეთვე ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენ მალე მას დავკარგავთ. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა“,- ამბობს გოგა მანია.