სროლა თბილისში – არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ამ ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. დაპირისპირების შემდეგ მან მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს.