საინტერესოა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, საშუალო თვიური ხელფასი 4,800 ევროს შეადგენს, ანუ გამოდის, რომ ქვეყნების უმეტესობაში უფრო დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ვიდრე საშუალოდ გაერთიანებაში. ევროკავშირის საშუალო ხელფასთან ყველაზე ახლო საშუალო თვიური ხელფასი შვედეთში ფიქსირდება, სადაც ის 5,050 ევროს შეადგენს.
მაშ, რა მდგომარეობაა საქართველოში და როგორ ედრება ჩვენი სახელფასო პოლიტიკა ევროკავშირში არსებულ მდგომარეობას? საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1,855 ლარს შეადგენს. ამგვარად, საქართველოში უფრო დაბალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება, ვიდრე ევროკავშირში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ეს გასაგებიცაა. თუმცა მნიშვნელოვანია ტრაექტორია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფიქსირდება. 2018 წლის შემდეგ, მაგალითად, საშუალო თვიური ხელფასის მოცულობა 787 ლარით, ანუ 73%-ითაა მომატებული, რაც წლიურად თითქმის 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, ქვეყანაში მცირდება უმუშევრობის დონე. მართალია, ის დღესაც საკმაოდ მაღალ, 16.4%-იან მაჩვენებელზე ნარჩუნდება, მაგრამ ბოლო წლებში, კლების მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კვალდაკვალ, ზემოაღნიშნული პარამეტრების გაუმჯობესება არის ნავარაუდევი