რუსეთში ამერიკული ქონების კონფისკაციას იწყებენ. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, სპეციალური კომისია ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული აქტივების აღმოჩენის და აღწერის პროცესს წარმართავს, შემდგომი გაყიდვის მიზნით.
ამერიკის მოქალაქეების კუთვნილ ფასიან ქაღალდებს, უძრავ და მოძრავ ქონებას მოსკოვი სანქციებისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოიყენებს. კრემლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკისთვის საპასუხო ზომაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შტატებმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 330 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა.