გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

 

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში:

,,ყოჩაღ, ეგა ხართ. არა უშავს. ეს ველურობამდე მოსული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არ უზამს არაფერს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერ დააჩოქებს ვერც ერთ ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ადამიანი. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს…ეს არის თქვენი უღირსობის მაგალითი. თქვენ გგონიათ, რომ გაიგივათ?  თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი”