მძიმე ავარია თბილისში – არიან დაშავებულები

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.