ავარია რუსთავში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

რუსთავში მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს “ნისანისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ავარიაში სულ 5 ავტომობილი ფიგურირებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.