დღეიდან გერმანიაში ძალაში შევიდა სქემა, რომლითაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში სამუშაოდ ჩასვლა გაუმარტივდებათ.
საუბარია ე.წ. შესაძლებლობების ბარათზე, რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდა. ეს ბარათი საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე კვალიფიციურ მუშაკებს, უფრო იოლად ჩავიდნენ გერმანიაში დასაქმების მიზნით.
ამ პროგრამაში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს გავლილი სულ მცირე ორწლიანი პროფესიული მომზადება ან გააჩნდეს უნივერსიტეტის დიპლომი, რომელსაც აღიარებს ის ქვეყანა, სადაც დოკუმენტია გაცემული. ასევე აუცილებელია აპლიკანტმა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა. კანდიდატების შეფასება ხდება ქულების სისტემით და გათვალისწინებული იქნება აპლიკანტების მიერ ენის ცოდნის დონე, პროფესიული გამოცდილება, ასაკი და გერმანიასთან კავშირები.
„შესაძლებლობების ბარათის“ მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ სულ მცირე ექვსი ქულა უნდა დააგროვოს, რის შემდეგაც მას ექნება უფლება ერთი წლით ჩავიდეს გერმანიაში სამუშაოს საძებნელად. ამასთან ის კვირაში სულ მცირე 20 საათი უნდა მუშაობდეს.
ახალი სქემის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც გერმანიაში მუშაობს სურვილი აქვთ, გერმანიაში ჩასასვლელად აღარ მოეთხოვებათ გერმანულ კომპანიასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების წარდგენა