ახალციხე–ასპინძის გზაზე ცხვრებით სავსე ტრაილერი გადაბრუნდა, დაშავდა 2 ადამიანი

გვიან ღამით ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ცხვრებით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

 ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც შემთხვევის ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, მწყემსებს ფარა კახეთიდან, საზაფხულო საძოვრებზე მოჰყავდათ. მოსახვევში სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.

დახოცილია დიდი რაოდენობით ცხვარი, თუმცა რამდენი ჯერ არ იციან. 

[ლაშა ბერიძე]