ვარკეთილში, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა. მოკლულები მეგობრები იყვნენ – 40 წლის ნიკა არჩვაძე და 39 წლის ბაჩო ბაშარული.
დაღუპულების ახლობლების თქმით, ორივეს შვილები დარჩა, ბაშოს – 3 შვილი, ნიკოლოზს კი 2 შვილი ჰყავს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.