დედამ ბავშვის ბოთლი, სავარაუდოდ, მათეთრებლით გაავსო – პოლიცია საქმეს იძიებს

ფლორიდაში ქალი დააკავეს ბავშვზე ძალადობისა და ბავშვის უგულებელყოფის ბრალდებით. გაირკვა, რომ მან 13 თვის ქალიშვილს მისცა ბოთლი, რომელშიც მათეთრებელი იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ნათესავი, რომელმაც მოხსენება გააკეთა, ამტკიცებდა, რომ დედა-შვილი ცხოვრობდნენ „ცივ, არეულ და ანტისანიტარიულ” ფარდულში ელექტროენერგიის გარეშე.

ჩვილის პოვნის შემდეგ, ნათესავმა სცადა ბავშვის კვება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ბოთლი შეიცავდა მათეთრებელს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ბავშვი უახლეს ნათესავებთან მოათავსა.

გამოცემის თანახმად, დეტექტივებმა ფარდულის ჩხრეკისას აღმოაჩინეს “მათეთრებელი, სადეზინფექციო საშუალება და საღებავი”, ხოლო FBI-ის ლაბორატორიამ დაადასტურა ბოთლში “ქლორზე დაფუძნებული მათეთრებელის” არსებობა.

ბარნსი ამჟამად ციხეშია, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.