აკვირდებათ და ეს იმ დროს, როცა რეალურად მარტო არიან. თუმცა, ძირითადად ეს ცოტა ხნით გრძელდება ხოლმე. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ეს შეგრძნება დიდი ხნის განმავლობაში დაჰყვება.
“ასეთ დროს იცი, რომ არავინ გაკვირდება, მაგრამ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებ. ნელ-ნელა განცდა ძლიერდება და თავის გაკონტროლება რთულდება”, — თქვა ფელერმა.
მაგალითად, ჰიპერსიფხილზე შიზოფრენიის ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც საბოლოოდ პარანოიაში გადაიზრდება ხოლმე. სწორედ აქედან შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ვიღაც გიყურებს. კვლევის თანახმად, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში პარანოია ლიმფური სისტემის არანორმალურ აქტივობასთან ასოცირდება.
2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში პარანოია ამიგდალაში სისხლის ნაკადის გაზრდასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, უჩვეულო კავშირი ამიგდალასა და ტვინის სხვა უბნებს შორის, როგორიცაა ჰიპოკამპი და პრეფრონტალური ქერქი, დაკავშირებულია პარანოიასთან. მკვლევრების თქმით, ასეთ დროს ძლიერდება საფრთხის შეგრძნება. სწორედ ასეთი შეგრძნებებია დაკავშირებული პარანოიასთან და მათ შორის შეგრძნებასთან, რომ ვიღაცა გაკვირდება.
ფელერის თქმით, თუ ადამიანს ასეთი სიმპტომები აღენიშნება, მან ექიმს უნდა მიმართოს.
“არ ღირს ჯდომა და ლოდინი, თუ როდის გაქრება ასეთი შეგრძნება”, — თქვა ფელერმა Live Science-თან საუბრისას.