ყავა ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელი სასმელია. ამ სასმლის ირგვლივ ხშირად დასმულა არაერთი შეკითხვა და მაინც, რა რაოდენობაა დღიური ნორმა და არის თუ არა ის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ამ კითხვებზე პასუხი ბიოქიმია – ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ, გასცა.
არსებობს გარკვეული დოზები, 400 მლ გრამი არის დღიური ნორმა.თუ სვამთ ნალექიან ყავას, ამ შემთხვევაში, 1 ჭიქა შეიცავს 100 მლ გრამს, ესპრესო50–80 მლ გრამს, მწვანე ჩაი – 25 მგ, გაზიანი სასმელი – 40 მგ, ენერგეტიკული სასმელი – 80 მგ, ცხელი შოკოლადი – 5 მგ.
გამოდის, ყავის 3–4 ჭიქის მიღება დღიურად ნორმის ფარგლებში ჯდება. ამ შემთხვევაში, კოფეინი არ არის საზიანო, პირიქით, სასარგებლოც კია.
რა სარგებელის მოტანა შეუძლია კოფეინს ორგანიზმისთვის?2014 წლის შემაჯამებელი კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თუ ადამიანი მოიხმარს დღეში 4 ჭიქა ყავას, ამ შემთხვევაში 16 % – ით მცირდება სიკვდიალიანობა, 21% – ით უმცირდება გულის დაავადებების რისკი. მაგალითად, გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვსთვის შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს ყავის მიღება, რადგან ყავა კარგი შარდმდენი საშუალებაა და გულის უკმარისობის დროს კი სწორედ წყლის დაგროვება ხდება.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მიიღებს 5 ჭიქასა და მეტ დოზას, ამ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა რისკ ფაქტორები. თუ ადამიანი დღეში მოიხმარს 1000 მგ და მეტს, ის ხდებაგაღიზიანებული, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა.
ყავის მიღება სასურველი არ არის, თუ საქმე ეხება 50 წელს გადაცილებულ ადამიანს. განსაკუთრებით ქალებს, რადგან ამ ასაკის შემდგომ მაღალია ძვლების მოტეხილობის რისკი. ასევე, თუ გაწუხებთ გულძმარვა და წვა გულის არეში, ყავის მიღება რეკომენდირებული არ არის.
თუ ადამიანი დღეში სვამს ყავის დაშვებულ დოზას არტერიული წნევა არ იზრდება.
ყავა არის შარდმდენი და შეუძლია შეამციროს კალიუმის რაოდენობა ორგანიზმში, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, მიდრეკილება არითმიებისკენ.
მთავარია ყველაფერში დაიცვათ ზომიერება. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორიყველაფრში. გისურვებთ ჯანმრთელობას.