განადგურებულია ვენახები – სეტყვამ კახეთის სამი სოფელი დააზარალა

გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთოდა, კახეთის სამი სოფელი დააზარალა. სოფელ ხორხელში, იყალთოსა და რუისპირში 30%-მდე გაანადგურა ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული.

სეტყვის შედეგად დაზიანდა სოფელ იყალთოში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგებს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.