შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარება

შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარება? – ამ თემაზე ეზოთერიკოსი „თბილისელებთან“ საუბრობს.

– არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ გარდაცვლილის ფეხსაცმელი, თორემ ახალ მფლობელს საკუთარი სიკვდილისკენ გაუკვალავს ის გზას. რაც შეეხება საქორწინო ფეხსაცმელს, ქუსლი დახურული უნდა ჰქონდეს, თორემ ბედნიერება პატარძალს ღია ფეხსაცმლიდან „გაექცევა“.

არის შემთხვევები, სტუმრად ყოფნისას სტუმართმოყვარე მასპინძელი ჩუსტებს გვთავაზობს. ეს არასწორია როგორც ენერგეტიკის, ისე მაგიის თვალსაზრისით. როცა სხვის ფეხსაცმელს იცვამ, „სხვისი გზებით დადიხარ“. არადა, სწორედ ადამიანის ხელ-ფეხია იმის მაჩვენებელი, თუ რას ვაკეთებთ და საით მიდის ჩვენი ცხოვრება. თუ ხელები გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თქვენს საქმეს არ აკეთებთ, არასწორად აირჩიეთ პროფესია. ფეხები და სახსრების ტკივილი კი, გიჩვენებთ, რომ ცხოვრების მცდარ გზას ადგახართ: არც საქმე შეგირჩევიათ სწორად, არც ცხოვრების გეზი და არც საკუთარ დანიშნულებას ასრულებთ ამქვეყნად. ასე რომ, თუ სხვის ფეხსაცმელს იცვამთ, მიჰყვებით იმ ადამიანის გზას, ვისიც ეს ფეხსაცმელი თქვენამდე იყო.

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ყიდულობენ ასე მონდომებით მდიდარი ადამიანების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს? – კერპის თაყვანისცემის გამოო, იტყვით… მაგრამ მდიდრისგან რაიმე ნივთის შეძენა ან საჩუქრად მიღება, მით უმეტეს, თუ ეს საფულეა, გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ რიტუალი და მისი იღბალი თქვენზე გადმოვიდეს. თუმცა, ერთია მდიდარი ადამიანისგან ნაყიდი ნივთის ჩაცმა და სულ სხვაა ინტერნეტით შეძენილი მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც კარგი ცხოვრების გამო არავინ ყიდის. არადა ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობენ იქ ფეხსაცმელს ფორმულირებით: რატომ გადავიხადო ძვირი ახალში, როცა ერთ თვეში უკვე აღარც მოერგებაო. მერე კი აღმოჩნდება, რომ წყნარი და მორჩილი ბავშვი თითქოს შეცვალეს, თან სრულიად საპირისპიროდ.

იზრდება და თავადვე ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის – თითქოს ეს ცხოვრება მისი არ არის. რაღაც მომენტში ყველას უგრძნია, რომ ცხოვრებაში საკუთარ გზას არ მიჰყვება