მათ ულამაზეს ცოლებს შვილების ძიძებთან უღალატეს… – ის, რაც არ იცოდით ცნობილ მამაკაცებზე

ვარსკვლავური ქორწინებები ხშირად სკანდალითა და ხმაურით სრულდება და სხვადასხვა ისტორია პრესაშიც ვრცელდება. დაშორების შემდეგ ზოგჯერ დაუსრულებელი ბრალდებები და ერთმანეთთან დაპირისპირება გრძელდება და თაყვანისმცემლებიც ამ პროცესს უნებლიედ თვალს ადევნებენ.

ალბათ, ბევრჯერ წაგვიკითხავს ისტორია, რომ რომელიმე ვარსკვლავმა გადასაღებ მოედანზე კოლეგასთან რომანი დაიწყო, ოჯახი მიატოვა და მასთან ერთად განაგრძო ცხოვრება. თუმცა, მსგავსი ისტორიების პარალელურად, არის არაერთი ამბავი, როდესაც ცნობილმა მამაკაცებმა საკუთარი შვილების ძიძასთან დაიწყეს ურთიერთობა… დღეს ყველაზე გახმაურებული ამბების შესახებ მოგიყვებით:

ბენ აფლეკი

1-1704708336.jpeg
ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი იდეალურ, მეოჯახე მამაკაცად არასოდეს ითვლებოდა. როგორც ცნობილია, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა კი მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ბენისა და მათი 3 შვილის კეთილდღეობა შეენარჩუნებინა. თუმცა, გარნერის მოთმინებას ბოლო მაშინ მოეღო, როცა გაიგო, რომ ბენ აფლეკს მათი შვილების ძიძასთან, კრისტინ ოუზუნიანთან ჰქონდა რომანი.

ინსაიდერების თქმით, ჯენიფერ გარნერი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა, რომ მისმა მეუღლემ ეს გააკეთა. თუმცა, საბოლოოდ, განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წელს ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა ქორწინება ოფიციალურად შეწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფლეკი ყოფილ მეუღლეს სთხოვდა, რომ ეპატიებინა, თუმცა ურთიერთობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს.

1-1704708377.1.jpeg
კრისტინ ოუზუნიანი

რაც შეეხება კრისტინს, ის სკანდალის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად, ჟიზელ ბიუნდჰენისა და მისი ყოფილი მეუღლის, ტომ ბრედის კონტექსტში. ოუზუნიანმა ბრედის სურათი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ისტორიის პრესაში განხილვა აღარ გაგრძელებულა.

ითან ჰოუკი

2-1704708428.jpeg
ითან ჰოუკი და უმა თურმანი

რაიან შოჰიუზი კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ახალგაზრდა გოგონამ გადაწყვიტა, რომ ნახევარ განაკვეთზე სამსახური ეშოვა და ძიძად ემუშავა. ის უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ოჯახში მოხვდა და მათ ორ შვილზე, მაიასა და ლევონზე ზრუნვა დაიწყო.

იმ პერიოდში ითანს შემოქმედებითად უჭირდა და ახალ-ახალ პროექტებში მონაწილეობას სულ უფრო იშვიათად სთავაზობდნენ. უმა თურმანი კი პირიქით, კარიერულ მწვერვალზე იყო. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ითანმა ძიძასთან რომანი გააბა. ფაქტის შესახებ კი უმამ მალევე შეიტყო და მეუღლეს დაშორდა.

2-1704708461.1.jpeg
ითან ჰოუკი და რაიან შოჰიუზი

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ითანმა და რაიანმა ოფიციალურად შეხვედრა დაიწყეს და წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს. მათ 2 საერთო შვილი ჰყავთ.

ჯუდ ლოუ

3-1704708512.jpeg
ჯუდ ლოუ და სიენა მილერი

ჯუდ ლოუსა და სიენა მილერს საკუთარი შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ძიძასთან დაკავშირებით მათი სკანდალი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობიალია. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო. ჯუდ ლოუ საკუთარ შვილებს, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, ხშირად სტუმრობდა. მათ ძიძასთან, დეიზი რაიტთან ურთიერთობა კი ფორმალურ კავშირს გასცდა და მასთან შეხვედრა დაიწყო. მაშინ ჯულ ლოუ და სიენა მილერი დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა როდესაც მილერმა ეს ამბავი გაიგო, საქმროს დაშორდა.

3-1704708549.1.jpeg
დეიზი რაიტი

ძიძამაც გადაწყვიტა, რომ ამ ამბით კარგ ფულს იშოვიდა და პრესას ყველა დეტალი გაანდო. სიენა მილერმა და ჯუდ ლოუმ ურთიერთობა 2009 წელს განაახლეს, თუმცა 2011 წელს კვლავ დაშორდნენ.

ჰევინ როსდეილი

4-1704708593.jpeg
ჰევინ როსდეილი და გვენ სტეფანი

ჰევინ როსდეილი და გვენ სტეფანი ერთად 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სამი შვილი შეეძინათ. თუმცა, ეს ქორწინება მუსიკოსის ღალატის გამო დასრულდა. ჰევინმა მეუღლეს საკუთარი შვილების ძიძასთან – მინდი მანთან უღალატა. უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, მუსიკოსს ძიძასთან რამდენიმეწლიანი რომანი აკავშირებდა და გვენ სტეფანიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

4-1704708622.1.jpeg
მინდი მანი

როდესაც მომღერალმა მეუღლის ღალატის შესახებ საბოლოოდ გაიგო, ჰევინს დაშორდა და შვილებისთვის ალიმენტიც მოითხოვა. 2021 წელს გვენ სტეფანი ქანთრი მომღერალ ბლეიკ შელტონზე დაქორწინდა

არნოლდ შვარცენეგერი

5-1704708686.jpeg
არნოლდ შვარცენეგერი და მარია შრაივერი

არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის წყვილს ბევრი გულშემატკივრობდა. 1975 წელს ბოდიბილდერი ერთდროულად ორ გოგონას ხვდებოდა, თუმცა მან საბოლოოდ მარია აირჩია და ცოლობა შესთავაზა. 1990-იანი წლების ბოლოს არნოლდმა გადაწყვიტა, მიმართულება შეეცვალა. მეუღლის მხარდაჭერით, პოლიტიკოსად “გადამზადდა” და 2003 წელს კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს. თუმცა, შვარცენეგერი სკანდალში გაეხვა. როგორც ცნობილია, მან საკუთარი შვილების ძიძასთან, მილრედ ბაენთან დაიწყო ურთიერთობა. მეტიც, ქალმა, რომელსაც, თავის მხრივ, მეუღლე და საკუთარი ოჯახი ჰყავდა, არნოლდ შვარცენეგერისაგან 1997 წელს შვილი გააჩინა და მეუღლეს ატყუებდა, რომ ის მისი შვილი იყო.

5-1704708735.1.jpeg
მილრედ ბაენი

შვარცენეგერის ცოლმა ეს ყველაფერი იქიდან შეიტყო, რომ ძიძის მიერ გაჩენილი ბავშვი არნოლდს საოცრად ჰგავდა. ასევე, მარია შრაივერმა და მილრედ ბაენმა თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში იმშობიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შვარცენეგერს ორივესთან ერთდროულად ჰქონდა რომანი. შრაივერმა მეუღლეს ღალატი ვერ აპატია.

მიკ ჯაგერი

6-1704708769.jpeg
მიკ ჯაგერი და ჯერი ჰოლი ქალიშვილთან ერთად

მშვენიერ ჯერი ჰოლს პირად ცხოვრებაში ნამდვილად არ გაუმართლა. მას მეუღლემ, მიკ ჯაგერმა 23 წლის ძიძასთან საკუთარ სამზარეულოში უღალატა. იმ დროს ჯერი იმავე სახლში იყო და მეორე სართულზე ეძინა…

თუმცა, წყვილი ამის გამო არ დაშორებულა. ჰოლიმ შეიტყო, რომ ჯაგერს მოდელისაგან – ლუსიანა ჰიმენესისაგან უკანონო შვილი ჰყავდა და ამის შემდეგ გაშორდა