კუჭის ოპერაციის შემდეგ, თურქეთში ქუთაისელი ქალი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ქალმა ბარიატრიული ოპერაცია სამსუნში გაიკეთა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
„კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი,“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ის იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
„თამრი! ორი თვით არ მემეტებოდი საქართველოში წასასვლელად, შენ კი სულ, სულ წახვედი… შენი სიკეთე გაგინათებს გზას იმ სამყაროში, მომენატრები ძალიან…“
„ჩემო თამრო, თამრიკო, ყვავილები იტალიელებმა მოგართვეს. ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, სადაც არ უნდა მისულიყავი. რატომ შემაყვარე ასე თავი და მალევე წახვედი, ვტირი, მაგრამ ვერ გშველი. როგორ მეპატიჟებოდი ქუთაისში, შენთან სახლში, ახლა მხოლოდ შენ საფლავზე მოვალ ყვავილებით,“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.