მიმავალი მანქანიდან გოგო გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში რუსთავში

რუსთავში, მოძრავი ავტომობილიდან გოგო გადავარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მას მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და კონტაქტური იყო.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.