სტიქია სამეგრელოში – რა ხდება ადგილზე!

სტიქიაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – კოკისპირულმა წვიმამ ქუჩები დატბორა.
განსაკუთრებით დაიტბორა ცენტრალური უბნები. ქალაქის შემოგარენში წვიმამ შიდა საუბნო გზები სერიოზულად დააზიანა.

ამჟამად, სტიქიის შედეგების დადგენა მიმდინარეობს – ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ქალაქში დენის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, ინტერნეტიც შეფერხებით მუშაობს.