ძებნილი პირის დაკავების მცდელობისას, სროლის შედეგად, ბაქოში დაიღუპნენ სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი და ასევე სამოქალაქო პირი. მოკლულია მსროლელიც. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.
სროლა ქალაქის ხაზარის რაიონის დაბა შუველანში მოხდა. სავარაუდოდ, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქეა, 1986 წელს დაბადებული როვშან ალაჰვერდიევი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანამდე რამდენჯერმეა ნასამართლევი. დაკავების მცდელობისას, ის ოჯახის წევრებს ამოეფარა და მათ ზურგს უკან გახსნა ცეცხლი. საპასუხო სროლის შედეგად ალაჰვერდიევი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელების სახელებს აქვეყნებს. სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია