ქარმა ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა. უამინდობის შედეგად განადგურებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა. წერს „ამბები.ჯი“ და ფოტოებს აქვეყნებს.
თვითმხილველების თქმით თქმით ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის გუმბათი და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე გამვლელის ავტომანქანები.
“საშინელი ხმა იყო. აივნიდან ვუყურებდი, როგორ ტრიალებდა რაღაც მონასტრის თავზე. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, საშინელება იყო ეს ყველაფერი. როგორც ვიცით დამიზნებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა”- ამბობენ ადგილობრივები ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.