გაჩერებას არ ვაპირებთ, რახან პორტუგალია დავამარცხეთ, ესე იგი…” – კვარაცხელიას პირველი კომენტარი

პორტუგალიასთან 2:0-ით მოგებული თამაშის შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან თქვა:

უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული არასოდეს ვყოფილვარ, ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ. გაჩერებას არ ვაპირებთ, რახან პორტუგალია დავამარცხეთ, ესე იგი იმის უნარი გვაქვს, ყველამ ვითამაშოთ.

უდიდესი მადლობა საოცარი გულშემატკივრობისთვის, ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ნახეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, მოსაგებად. ყველას დიდი მოკითხვა, ცუდს და კარგს, წინ და წინ უნდა წავიდეთ ქართველ