პატრიარქმა ჩვენს ნაკრებს, თამაშის წინ, გერმანიაში ხატი გაუგზავნა

დღეს სოციალურ ქსელში, რელიგიურ გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს, გერმანიაში, პატრიარქმა გაუგზავნა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც უწმინდესმა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ილოცა. 

აი, რა წერია ამ ფეისბუქზე:

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ჩვენი ერისა და ბერის წმინდა მამამ, ათონის წმინდა მთაზე დაწერილი დედა ღვთისმშობლის ხატი, რამდენიმე დღის წინ აკურთხა. ეს ხატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საჩუქრად მიართვა პატრიარქს.  


მისმა უწმინდესობამ ილოცა ხატთან და ჩვენი ეროვნული ნაკრების გმირ ბიჭებს, კეთილი ადამიანების მეშვეობით ჩაუბრძანა გერმანიაში.
მადლობა უწმინდესს, მრავალჟამიერ თქვენი ლოცვა-კურთხევა ამთლიანებდეს და აერთიანებდეს ჩვენს სამშობლოს და მადლობა, მადლის მიმღებ გმირ ბიჭებს.

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე,  მწყემსმთავარო  და თქვენი ლოცვის ძალა მეოხ გვეყოს ქართველ ერს ღვთის წინაშე.  
მადლობა.