4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი – ამბები ვილი სანიოლზე

დღეს ფეხბურთი მთავარი თემაა ალბათ ყველასთვის. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთელებთან ერთად, რასაკვირველია მწვრთნელია. ფრანგი ვილი სანიოლი 2021 წლიდან წვრთნის საქართველოს ნაკრებს და მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია.

ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი 1977 წლის 18 მარტს არის დაბადებული საფრანგეთის ქლაქ სენ-ეტიენში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, მის მშობლიურ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ

ბაიერნში“ (2000-2009).

willy-sagnol-2007-1719489000.jpg

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში. განსაკუთრებულად მეგობრობდა იმ წლებიდან ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან.

gettyimages-71374401-612x612-1719489000.jpg
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2017 წელს – ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი. იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

sagnol-180624-750x368-1719489000.jpg


431582067-394480390008645-2492301213488094357-n-773x380-1719489123.jpg

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე – შარლოტ გვენდოლინ-სანიოლი და ოთხი შვილი.

3a3e7856-6870-4c6d-bf23-e17904c0ce4b-1719488999.jpg
3d48f355-edfb-4d04-882b-f61346e1a211-1719489000.jpg
ead4648e-00ee-40a1-b946-a44dfb8b990d-1719489123.jpg