ავარია მარნეული-თბილისის გზაზე – არიან დაშავებულები

მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ კუმისთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება