ნიდერლანდელი წყვილი 50 წლის განმავლობაში ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა 70 წლის იანი უჩიოდა ზურგის გამუდმებულ ტკივილს, ხოლო 71 წლის ელისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ნიდერლანდებში ნებაყოფლობითი ევთანაზია დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ექიმები პირის ტანჯვას – ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურს – შეაფასებენ, როგორც “აუტანელს”, გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე.
2023 წელს ნიდერლანდებში ევთანაზიას 9068 ადამიანმა მიმართა.