“მე და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი­თაც ში­ნა­გა­ნად ანა­ფო­რა მაც­ვია, მაგ­რამ სხვე­ბი ანა­ფო­რი­თაც შიშ­ვლე­ბი არი­ან…“

მე და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი­თაც ში­ნა­გა­ნად ანა­ფო­რა მაც­ვია, მაგ­რამ სხვე­ბი ანა­ფო­რი­თაც შიშ­ვლე­ბი არი­ან…“ – ამ სი­ტყვე­ბით პეტ­რე კოლ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თავს. სა­სუ­ლი­ე­რო პირი წერს, რომ თურ­მე მისი ჩაც­მა, სათ­ვა­ლე და სტა­ტუ­სე­ბია პრობ­ლე­მა, რე­ა­ლუ­რად კი ის ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბულ, გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და და წირ­ვას ვერ ელე­ო­და.

პეტ­რე კოლ­ხი:

“ბავ­შვო­ბი­დან ვერ ვი­ტან უსა­მარ­თლო­ბას, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს ვი­დე­ქი. დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მკლავს უსა­მარ­თლო­ბის და შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ცდა…

რა გინ­დო­დათ, რას მერ­ჩო­დით… ვეგ­დე ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბულ, მი­ვი­წყე­ბულ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ტა­ძარ­ში, თქვენ­გან კი­დევ უფრო მე­ტად გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან…

არც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მსა­ხუ­რე­ბის და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის ამ­ბი­ცია მქო­ნია, პი­რი­ქით, წირ­ვა მიყ­ვარს ჩუ­მად, ჩემ­თვის, მხო­ლოდ ღმერ­თის გა­სა­გო­ნად. მხო­ლოდ წირ­ვას ვერ ვე­ლე­ო­დი, მის გა­რე­შე, ვფიქ­რობ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ყოფ­ნა, თო­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აქამ­დე ათას­ჯეე მი­ვი­ღებ­დი…თურ­მე პეტ­რეს ჩაც­მა, სათ­ვა­ლე და სტა­ტუ­სე­ბია პრობ­ლე­მა… ჰმ…

რჯულის კა­ნო­ნიც ზე­პი­რად ვიცი, სა­მარ­თა­ლიც, კონ­სტი­ტუ­ცი­აც, სა­ხა­რე­ბაც და ისიც ვიცი, რა არის დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა…ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ფა­რი­სევ­ლო­ბას, სი­ყალ­ბეს, სიშ­ტე­რეს და იდი­ო­ტიზმს…რა­მე­ნა­ი­რად შე­მეძ­ლო მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყალ­ბი, კან­ტის ფი­ლო­სო­ფია თუ ვის­წავ­ლე, სი­ყალ­ბეს კი­დევ უფრო ად­ვი­ლად ავით­ვი­სებ­დი, მაგ­რამ ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, ში­ნა­გა­ნი კონ­სტი­ტუ­ცია ამის უფ­ლე­ბას არ მომ­ცემ­და…

მე და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი­თაც ში­ნა­გა­ნად ანა­ფო­რა მაც­ვია, მაგ­რამ სხვე­ბი ანა­ფო­რი­თაც შიშ­ვლე­ბი არი­ან…თუმ­ცა, არას­დროს არა­ვინ გა­მი­ლან­ძღავს, არა­ვის გი­ნე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა წა­მო­სუ­ლა ჩემი პი­რი­დან…ისი­ნი კი არას­დროს ჩერ­დე­ბოდ­ნენ, ზო­გი­ერთ ტვინ­გა­მო­რე­ცხილ­საც აჯე­რებ­დნენ, რომ მე მტე­რი ვარ…ჰოდა, მტრო­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის, მე ვიცი და სხვე­ბიც გა­ი­გე­ბენ…”

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სი­ნო­და­ლურ სხდო­მა­ზე ერთ-ერთ სა­კი­თხად მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს. კო­მი­სი­ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის კო­მი­სი­ის მო­მა­ვალ სხდო­მამ­დე ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჟა­მად სა­სუ­ლი­ე­რო პირი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს მოჰყ­ვა