მაღალ შეფასებას აძლევს ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშს „ფოქს-სოკერიც“. „საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა. მოუთმენლად ველით მათ მომავალ ტურნირებზე“, – ვკითხულობთ გამოცემის „ფეისბუკ“-გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.