საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილს ნაკრების დაფასებისა და თანადგომისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.
მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს ნაკრების დაფასებისთვის.
– ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ფონდი ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ევროს დაჰპირდა. სავარაუდოდ, კაშიას მადლობაც სწორედ ამ ფაქტის გამოძახილია.