ქალბატონო ინგა, მე ტაშს ვუკრავ საქართველოს ნაკრებს და არა კაშიას” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

— 🔴 საფეხბურთო ნაკრების მიერ ნაჩვენები კარგი თამაშით გამოწვეული საერთო სპორტული დღესასწაულის დროს ამ თემის წამოწევა მიზანშეუწონლად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს ინგა გრიგოლიამ თავის გადაცემა “რეაქციაში “ ნიშნისმოგებით ბრძანა, რომ ის ხალხი ვინც გურამ კაშიას აკრიტიკებდა ლგბტ სამკლავური  გაკეთების გამო, დღეს მას ტაშს უკრავსო და თავის “შეცდომას” ხვდებაო ‼️‼️‼️

— 🔴 ქალბატონო ინგა – ალბათ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ლგბტ სამკლავურის გაკეთებისა მე გახლდით და მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში ტაშს ვუკრავ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და არა კაშიას . ღმერთმა ქნას მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს საქართველოს ნაკრები – მაგრამ ასეც რომ მოხდეს – მაინც არასოდეს და ვერასოდეს დავუკრავ ტაშს ვინმეს (თუნდაც უდიდესი ხელოვანის ან სპორტსმენის ) მიერ ლგბტ სამკლავურის გაკეთებას ‼️‼️‼️

— 🔴 ერთია სპორტული მიღწევა და მეორე სამოქალაქო პოზიცია. ვერასოდეს ვერანაირი სპორტული მიღწევა ვერ გადაფარავს მოქალაქის არასწორ და მიუღებელ პოზიციას. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ – ჩემთვის (იმედია ქართველთა უმრავლესობისთვის) ლგბტ სამკლავურის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელი იყო, არის და იქნება ‼️‼️‼️