ქართველი მოსწავლეები, რომლებსაც მათემატიკაში ბერი ნაზარი ამეცადინებდა, საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნდნენ

ადიგენის რაიონში, სოფელ ზარმაში “ზარზმის აკადემია”ფუნქციონირებს, რომელშიც გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა.

წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ბალკანეთის მათემატიკის 15 წლამდელთა ოლიმპიადაზე, ზარზმის ბავშვთა აკადემიის თაოსნობით, ახალგაზრდული ნაკრების 6 მონაწილედან 5-მა ვერცხლის, 1-მა კი ბრინჯაოს მედალი მიიღო! – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაგდა ბობოხიძე ავრცელებს.

პროექტის ხელმძღვანელი და თანამასწავლებელი მამა ნაზარი გახლდათ, რომელიც დიდი ხნის წინ არმაში ბერად აღიკვეცა და სოფელში მათემატიკის სწავლება დაიწყო. მამა ნაზარმა იმდენი მოახერხა, რომ “ზარზმის აკადემიის” 38-მა მოსწავლემ გამოცდები ჩააბარა და კომაროვის სახელობის სკოლაში გააგრძელა სწავლა. სწორედ ამ მოსწავლეებმა დაიმსახურეს ოლიმპიადაზე მედლები

გუნდის წევრები:

სანდრო ჟღენტი (კომაროვი)

ვანო ელიზბარაშვილი (კომაროვი)

გიორგი გუმბერიძე (კომაროვი)

ალექსანდრე კაცია (კომაროვი)

თორნიკე მანწკავა (ვეკუა)

ნიკოლოზ ფხაკაძე (კომაროვი)

გუნდის ლიდერი ლუკა მაჭარაშვილი