ავარია თბილისში – დაშავებულია 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – მოსკოვის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულია 4 ადამიანი.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.