ძალიან რთულ ავარიაში მოვყევი…“ – მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელიამ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ თქვა, რომ 4 წლის წინ მძიმე ავარიაში მოყვა, რომლის შესახებ ოჯახის წევრებმა დღემდე არ იცოდნენ.  

„4 წლის წინ ავტომობილში ჩემს მეგობართან ერთად ვიჯექი, ფილარმონიასთან აღმოჩნდა, რომ ცოტა ჩქარა მივდიოდი და ძალიან რთულ ავარიაში მოვყევი. ერთადერთი გონზე იმიტომ ვიყავი, რომ ჩემმა ოჯახმა ეს არ უნდა გაიგოს თქო. რამდენიმე დღის წინ მოვუყევი დეიდაჩემსაც, ვერ ვყვებოდი… დამეწყო პანიკური შეტევები, მანქანაში ვეღარ ვჯდებოდი…“, – ამბობს მარიამ შენგელია.