BBC-ის ჟურნალისტის მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სასაფლაოზე დააკავეს

BBC-ის ჟურნალისტის მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის კაილ კლიფორდი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული სასაფლაოზე აიყვანეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მათივე განმარტებით, დაკავებულს სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის მეუღლე და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და ქალიშვილები აღმოჩნდნენ.